ქართველი მსახიობი ვიკა კალანდია, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, „სითი მაგაზინს“ (City Magazine) საკუთარი ნიუ-იორკული ცხოვრების საინტერესო დეტალებსა და იმ დიდ აღიარებაზე ესაუბრა, რომელსაც ოკეანის გაღმა მიაღწია:
როგორია შენი ყოველდღიურობა ამერიკაში?
ვიკა ბუკია: ყოველი დღე არის თავგადასავალი. თითქოს კინოში ხარ. ვეცნობი ქალაქს, მათ კულტურას, ბევრს ვსეირნობ ქუჩებში, ვკითხულობ ცენტრალ პარკში. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია. აი ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა – კონკრეტული ქალაქი ან მიგიღებს ან არ მიგიღებს. ჩემს შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ხელგაშლილი დამხვდა და ერთმანეთი შევიყვარეთ.
ვფიქრობ, რაღაც დროს ადამიანს სჭირდება რომ მისი კომფორტის ზონა დატოვოს და სხვა ცხოვრებით იცხოვროს. ახალი თავგადასავლის ძიებაში გადაეშვას, ეს იყო მთავარი მაპროვოცირებელი, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება და ცხადია ის, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო სულ და კიდევ უფრო დიდი დოზით.

ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: citymagazine.ge