ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში ყოველთვის ახერხებს, რომ გულშემატკივრები საკუთარი სტილით და ქალურობით მოხიბლოს.
მოდელმა სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა, ოჯახში წინასაახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა.
პატარა ანნამ თოვლი ბაბუას წერილი მისწერა.
„წერილი თოვლის ბაბუას“, - წერს ჯანეტი.
ცნობისთვის, ჯანეტი ტელეწამყვანის ნოე სულაბერიძის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი - ანნა და ლილი ჰყავს.
2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ „მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხელს ვერ შევინარჩუნებდი, რადგან სულ დამსხვრეული მქონდა ძვალი...“ - რას ჰყვება ნინო ჩხეიძე