Digest Logo

„ციგნის ქალები...ან გემოვნება არ მაქვს“ - ვინ არის ნუკის ჩაცმის სტილის ინსპირაცია?

1743066529
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი 10 წელია ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.

მიუხედავად ამისა, ნუკის აქვს განცდა, რომ ყველას დაავიწყდა, დედას, მამას, მეგობრებს - ამის მიზეზად კი ემიგრანტობას ასახელებს.

ტელეწამყვანი გადაცემის „თამიასთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ამერიკულ ცხოვრებაზე, ოჯახსა და ყოველდღიურობაზე ისაუბრა:

- ჩაცმის სტილის ინსპირაცია?

ციგნის ქალები {იცინის}... ან გემოვნება არ მაქვს, ან არ ვიცი. მთელი გულით მინდა მქონდეს გემოვნება, გულით „ფეშენისტკა“ ვარ.

- რა ხდება სკოლაში, როცა შენი ფერადი კაბებით მიდიხარ?

მანდ მოვწონვარ ხალხს, გავიჩინე ბევრი მეგობარი დედა. მაკვირდებოდნენ და მერე მოვეწონე, ძალიან კარგი რეაქცია აქვთ. სტრესის დაძლევის ერთ-ერთი გზაა. ბავშვს ძალიან მოსწონს როცა უშველებელი კაბით მივდივარ სკოლაში, ძალიან უხარია და ეცინება ამაზე.