
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი 10 წელია ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.
მიუხედავად ამისა, ნუკის აქვს განცდა, რომ ყველას დაავიწყდა, დედას, მამას, მეგობრებს - ამის მიზეზად კი ემიგრანტობას ასახელებს.
ტელეწამყვანი გადაცემის „თამიასთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ამერიკულ ცხოვრებაზე, ოჯახზე და ყოველდღიურობაზე ისაუბრა:
- როგორი იყო შენი პირველი დღე ამერიკაში?
ბენამდეც ნამყოფი ვიყავი ამერიკაში, თუმცა ბუნდოვანი იყო ის ამერიკა. შემდეგ, ბენთან ერთად რომ ვიყავი პირველად სულ სხვანაირი ამერიკა დავინახე. ძალიან საინტერესო ფენომენია, იმდენად მრავალფეროვანი ქვეყანაა, უცხო ჩვენთვის, რომ რაღაც წარმოდგენა გვაქვს ფილმებიდან. ის რაც ჩვენ გვგონია, აღმოჩნდა 10% იმისა, რაც ამერიკა რეალურადაა.
სანამ ბენს ცოლად გავყვებოდი, 2010 წელს მიდევს პოსტი, ვინ მომიყვანს ცოლად და წამიყვანს ნიუ-იორკში-მეთქი. პლანეტებში გავუშვი, განიხილეს 3 წელი ეს ამბავი და გამომიგზავნეს ბენი.
- ჩაცმის სტილის ინსპირაცია?
ციგნის ქალები. ან გემოვნება არ მაქვს, ან არ ვიცი. მთელი გულით მინდა მქონდეს გემოვნება, გულით „ფეშენისტკა“ ვარ.
- რა ხდება სკოლაში, როცა შენი ფერადი კაბებით მიდიხარ?
მანდ მოვწონვარ ხალხს, გავიჩინე ბევრი მეგობარი დედა. მაკვირდებოდნენ და მერე მოვეწონე, ძალიან კარგი რეაქცია აქვთ. სტრესის დაძლევის ერთ-ერთი გზაა. ბავშვს ძალიან მოსწონს როცა უშველებელი კაბით მივდივარ სკოლაში, ძალიან უხარია და ეცინება ამაზე.
- ამერიკაში ცხოვრობ როგორც ამერიკელი, თუ მაინც ემიგრანტი?
რეიგანმა თქვა ამერიკაზე, არ არსებობს მეორე ასეთი ქვეყანა. რომ ჩამოხვიდე ამერიკაში შეგიძლია გახდე ამერიკელიო. ვეთანხმები, მაგრამ მე მაინც ქართველად ვგრძნობ თავს, უფრო მეტად მტკივა, ადათ-წესებითაც ქართულისკენ ვარ. საქართველოზე ვიცი ყველაფერი ნიუსი.
ვარ ემიგრანტი, ყოველთვის ვიქნები პირველ რიგში ქართველი.
ჩემი მეუღლეც ქართველია, ვიღაცებს ჯიმას ეძახის, მე ვარ კახელი და უნდა თქვა ჯო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ია დუდაშვილი შვილების ფოტოებს გვიზიარებს - „საოცარი ბავშვები, ღმერთმა დიდი გოგოები გაგიზარდოთ“
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის აპრილში გარკვეული სირთულეები ელოდება