
დიზაინერი, მოდელი და ინფლუენსერი ანუკი არეშიძე იუბილარია – იგი 36 წლის გახდა.
დაბადების დღე ანუკიმ მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, მეგობრებმა მას გვიან ღამით სიურპრიზი მოუწყვეს და ტორტიც მიართვეს, რომელზეც ანუკიმ სანთლები ჩააქრო.
იუბილარს განსაკუთრებული სიურპრიზი მეუღლემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მოუწყო - მან ანუკის წითელი ვარდების თაიგული აჩუქა.
ცნობისთვის, ანუკიმ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და წარმატებით საქმიანობდა იტალიაში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, თბილისში საკუთარი ბრენდი - Anouki შექმნა, ბრენდს ევროპაში კარგად იცნობენ. დიზაინერი, ქალის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებს და კოსმეტიკას ქმნის.
ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს, მილანში გაიცნეს. 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მამა წყალში გადახტა, რათა გადაერჩინა ქალიშვილი, რომელიც საკრუიზო გემიდან ოკეანეში გადავარდა