Digest Logo

„ცხოვრების სწავლისთვის 13 წელი დამჭირდა და უკვე ვიცი რაც მინდა“ - თამო ვაშალომიძე

1752925774
 თამო ვაშალომიძე

მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე წლებია, ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ რჩება.

მან თავისი მიზანდასახულობით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი.

ყველა გოგო ოცნებობს საკუთარ ბიზნესზე, ბევრ ფულზე, ბრჭყვიალა კაბებზე, მოგზაურობაზე და არც თამო ვაშალომიძე ყოფილა გამონაკლისი.

თუმცა, ერთ დღეს, ცნობილი კინოვარსკვლავების გვერდით, წითელ ხალიჩაზე თუ მოუწევდა გავლა, მილანში საკუთარ მაღაზიას გახსნიდა და უცხოური ფილმის გადასაღებ მოედანზე დაპატიჟებდნენ, ამაზე ფიქრს ნამდვილად ვერ გაბედავდა და არც კი იოცნებებდა. 

ამჯერად იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს მისი ცხოვრების შესახებ, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: 

„34 წლის ვხდები და ცხოვრების სწავლისთვის, დაახლოებით, 13 წელი დამჭირდა. უკვე ვიცი რაც მინდა, უკვე ვიცი, რა მიზნებიც მაქვს და ბევრი რამ გადავაფასე. დღემდე ვმუშაობ ჩემს თავზე. ძალიან ემოციური ვარ, მიმნდობი და იმავდროულად, რისკიანი. ალბათ, რისკიანი ხასიათი რომ მაქვს, ამიტომ მივაღწიე ამდენს“ - ამბობს თამო. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რომ არ შეემჩნიათ, ჩვენამდე არც მოვიდოდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე წლის ყველაზე უხერხულ ვიდეოზე

🎥 სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საბერძნეთში ისვენებს - „შეუდარებელ ოჯახი“

⭕გია მურღულია: „ჭკვიანს სულელთან ერთი დიდი უპირატესობა აქვს - მან იცის, რომ შეიძლება შეცდეს“