Digest Logo

ცნობილია, როგორ ემზადებოდა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუსთვის როზი ჰანტინგტონ უაიტლი

1792682489
როზი ჰანტინგტონ-უაიტლი

2026 წლის 18 ოქტომბერს Victoria’s Secret-ის შოუ ლოს-ანჯელესში, Sony-ის სივრცეში გაიმართა.

ამ წლის შოუ როზი ჰანტინგტონ-უაიტლისთვის Victoria’s Secret-ის პოდიუმზე 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას ნიშნავდა. British Vogue-თან ინტერვიუში მოდელმა ძალისმიერი ვარჯიში თავისი ყოველდღიური რეჟიმის მნიშვნელოვან ნაწილად დაასახელა. იგი რეგულარულად ვარჯიშობს და ფიზიკურ სიძლიერეს სასწორისა თუ სანტიმეტრის მაჩვენებლებზე მეტად აფასებს.

ორი შვილის დედა საკუთარი სხეულის მიმართ მადლიერებასაც გამოხატავდა, განსაკუთრებით ორსულობისა და დედობის გამოცდილების გათვალისწინებით.

შოუმდე რამდენიმე დღით ადრე მოდელმა ჩვეულ რეჟიმს აღდგენითი პროცედურებიც დაუმატა. მან დასვენება, საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, ცილებით მდიდარი საკვები, სახის მოვლა, ცივ წყალში ჩაყვინთვა და სპეციალური ლიმფოდრენაჟული მასაჟი ახსენა. ეს უკანასკნელი შეშუპების შემცირებასა და ქსოვილებში დაგროვილი სითხის გადაადგილებას უწყობს ხელს.

ამასთან, ჰანტინგტონ-უაიტლიმ ხაზი გაუსვა, რომ რაციონიდან პროდუქტები არ ამოუღია. მას მკაცრი, სწრაფი შედეგის მისაღწევად განკუთვნილი დიეტის შესახებ არ უსაუბრია. რეგულარული ვარჯიში მისი ცხოვრების ჩვეულ ნაწილად რჩება, შოუს წინ კი, განსაკუთრებული ყურადღება დასვენებას, მოვლასა და აღდგენას დაუთმო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ აქვს კვერცხის გულს განსხვავებული ფერი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის ყიდვისას? - არუნ ხათრის რჩევები

🎥 „პაემანზე ნუ წახვალთ ნაცრისფერით“ - რომელი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით? მიხეილ ცაგარელის რჩევები

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

✕