
მატილდა გვარლიანმა ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, იგი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. გვარლიანი აღნიშნულ ჩვენებაში ჯიჯი და ბელა ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ქენდის სვანეპულთან, დაუცენ კრუსთან, ტეილორ ჰილთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდა.
მოდელი ნიუ-იორკის, პარიზის თუ სხვა ცნობილ მოდის კვირეულებზე აქტიურად გამოდის და სხვადასხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებაში იღებს მონაწილეობას.
ამჯერად მატილდა გვარლიანი „ინსტაგრამზე“ ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს. კადრებმა საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„ასეთი მახსოვხარ“,
„ბავშვობიდან ულამაზესი“,
„რა კარგი ფოტოებია“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი უფრო საშიშია?