Digest Logo

უზარმაზარი ყვავილების თაიგული და ძვირადღირებული საჩუქარი - მარიამ შუკაკიძე იუბილარია, რა კადრებს აქვეყნებს მოდელი?

1757664653
მარიამ შუკაკიძე

ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გამორჩეული სილამაზის გოგონა სამი შვილის დედაა და კაპიტან მეუღლესთან ერთად ულამაზესი ოჯახი აქვს.

12 სექტემბერს იგი იუბილარია და მეუღლისგან ძვირფასი საჩუქრები და ყვავილების უზარმაზარი თაიგული მიიღო საჩუქრად.

მარიამმა დაბადების დღის კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა და უამრავი მილოცვა მიიღო.

„გილოცავ დაბადების დღეს, ლამაზო 💖 გისურვებ უსასრულო ბედნიერებას, სიყვარულს და უამრავ სიხარულს,“

„იყავი მუდამ ასეთი ლამაზი, კაშკაშა და განსაკუთრებული, როგორიც ხარ!🎉,“

„გისურვეებ ცხოვრებიდ ლამაზ და საუკეთესოო წლებს,“ 

„ბედნიერი იყავი მუდა, გილოცავ“, - წერენ კომენტარებში.

„ჩვენმა საერთო ნაცნობმა, ჩემი მეუღლის ნათესავმა გაგვაცნო ერთმანეთი, ძალიან მალე დავახლოვდით. პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები და ერთმანეთის გარეშე უკვე აღარ შეგვეძლო.

ექვსი თვე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ რადგან ჩემი მეუღლე – დავით ბოლქვაძე კაპიტანია, მალევე მოგვიწია რამდენიმეთვიანი განშორება. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და ველოდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ეს დრო. ვიდეოთვალის მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყავით და ამან გაგვაძლებინა. რომ დაბრუნდა, ზუსტად ერთ კვირაში ხელი მთხოვა და უკვე სამი წელია, ოჯახი გვაქვს და სამი გოგონა გვყავს. რაც დრო გადის, უკეთ ვუგებთ ერთმანეთს და ჩვენი სიყვარულიც კიდევ უფრო ძლიერდება,“  - ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გაიცანით ნიკა კუბლაშვილი - ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ჰამლეტ გონაშვილის სიყვარულით საკუთარი თავი ქართულ ფოლკლორში იპოვა

⭕„ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი ვარ! დიდხანს მყავდე ჯანმრთელი და გახარებული!“ - გია ბაღაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს

🎥 „კარგი იქნება, მოაწესრიგოთ ჯანმრთელობა და არეული ცხოვრება დაალაგოთ“ - მზე ქალწულის ნიშანშია, როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე