Digest Logo

Victoria's Secret-ის ანგელოზებს შორის დაპირისპირებაა: „მოღალატეებთან არ ვმეგობრობ“ - ჯოან სმოლსის წაშლილი კომენტარი კენდის სვეინპულზე ვირუსულად ვრცელდება

1792952412
კენდის სვეინპულსა და ჯოან სმოლ

Victoria's Secret-ის ცნობილ ანგელოზებსა და მრავალწლიან მეგობრებს - კენდის სვეინპულსა და ჯოან სმოლსს შორის უთანხმოების შესახებ ჭორები გავრცელდა. აღნიშნულზე გამოცემა Daily Mail-ი წერს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ მოდელებმა, რომლებიც 15 წელზე მეტია ახლო მეგობრები იყვნენ, Instagram-ზე ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს:

ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ფანმა ჯოან სმოლსის გვერდზე იკითხა: „კენდისთან აღარ მეგობრობ?“.

გამოცემა Deuxmoi-სა და Just Jared-ის მიერ გავრცელებული „სქრინშოტების“ მიხედვით, სმოლსმა უპასუხა: „მე მოღალატეებთან (backstabbers) არ ვმეგობრობ“.

მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი მალევე წაიშალა, ჯოანმა სხვა პოსტში სვეინპული „ქალური სოლიდარობის/კოდექსის“ დარღვევაშიც დაადანაშაულა.

„ის უპატივცემულობა და უყურადღებობა, რასაც იჩენენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ზოგ ადამიანს თავმდაბლობა და მორალური კომპასი აკლია. ხოლო ის, თუ როგორ ცდილობენ შენს გასულელებას (gaslighting), ტყუილებს და შენი გრძნობების იგნორირებას, 15-წლიანი მეგობრობის შემდეგ ყველაზე დიდი ცილისწამებაა. არც კი მოუბოდიშებიათ. მივდივართ წინ და მაღლა!“, - წერდა სმოლსი წაშლილ კომენტარში.

ორივე მოდელმა მონაწილეობა მიიღო Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუში, თუმცა ღონისძიებაზე მათი ერთობლივი ფოტოები არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, სუპერმოდელები წლების განმავლობაში განუყრელი მეგობრები იყვნენ - ისინი ერთად მონაწილეობდნენ სარეკლამო კამპანიებში და ერთადაც ისვენებდნენ. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არცერთ მოდელს არ გაუკეთებია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ტომ ბრედი და კენდის სვეინპული უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან - წყვილმა რომანი დამალა

⭕10 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ - ფსიქოლოგების მთავარი გაფრთხილება მშობლებს

⭕ „ვამაყობ შენით, ძმაო! შენ გვერდით, ყოველთვის!“ - თორნიკე შენგელია მერაბ დვალიშვილზე

წყარო: www.dailymail.com

✕