შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა.
იგი ყვითელი პრესის ყურადღების ქვეშ ხშირად ექცევა და არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი.
შორენა ბოლო პერიოდია ხშირად მოგზაურობს, რამდენიმე დღის წინ მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
უამრავი დადებითი კომენტარის მიუხედავად, შორენა ნეგატიურ შეფასებებსაც იღებს. ერთ-ერთ ასეთ კომენტარს მან ასე უპასუხა:
„ვაიმე, ამ ტუჩებს რას უშვრება, სად მიჰყავს ეს სილამაზე. ზედმეტი არაფერი ვარგა, ახლა არ დამაყაროთ კომენტარები, ყველას გვაქვს აზრის დაწერის უფლება და არა აგრესია” - წერდა მისი ერთ-ერთი გამომწერი.
„ნატულიკ, მე სახელითაც ვერ გცნობ, ვინ ხარ და რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში. სორი, მაგრამ შენ ყვითელ კბილებს შეხედე და მერე მიეცი სხვას შენიშვნა. ჩემი თავი მე ასეთი მომწონს“, - უპასუხა ბეგაშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 კლასელების შეხვედრა 50 წლის შემდეგ - დაბრუნება სკოლაში, იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო
🎥 „შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი“ - როლანდ ოქროპირიძის ბრწყინვალე შესრულება