ბლოგერი გურამ შეროზია „ია ფარულავას კონვერტს“ სტუმრობდა. მან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდები გაიხსენა. შეროზიამ მოყვა თუ როგორ დასცინოდნენ ბავშვობაში მეგობრები და როგორ პირობებში ცხოვრობდა სტუდენტობის დროს თბილისში.
„ბავშვობაში ძალიან მაღალი ვიყავი რის გამოც ხშირად დამცინოდნენ, როდესაც თბილისში ჩამოვედი 100 ლარად ვიქირავე ბინა, ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობდი 5 წლის განმავლობაში. ბანაობაც კი შეზღუდული მქონდა, კონკრეტული დღეები მქონდა გამოყოფილი, როდესაც მქონდა დაბანის საშუალება... ახლა 2 ბინა მაქვს და ბევრად გამიუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა სანამ აქამდე მოვიოდი ძალიან ბევრი ვიმუშავე... ყველაზე დიდი სტიმული კი მომცა საყვარელი ადამიანის ნდობამ, თუმცა ამ გოგოს ახლობლებმა მე უარმყვეს, მისმა სოციუმმა მე გამრიყა... “, - ამბობს გურამ შეროზია.