
„იმედის“ მაყურებლის ყველა თაობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მეგაშოუს - „ვინ ვინ არის“ ახალი მე-4 სეზონი დაიწყო.
პროექტის მანამდე, ყველა სეზონმა ტრიუმფით ჩაიარა და იგი ტოპ რეიტინგის სათავეშია. აღსანიშნავია, რომ წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა.
გადაცემას ახალი წამყვანიც ჰყავს, რუსკა მაყაშვილი მომღერალმა მაკა ზამბახიძემ ჩაანაცვლა.
მომღერლის ახალმა ამპლუამ, საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურა და უამრავ თბილ კომენტარსაც უწერენ მას.
„არაჩვეულებრივი პროექტი და ძალიან კარგი ლამაზი და ნიჭიერი წამყვანი ბრავო“,
„მაკა, უხდები ახალ სეზონს და ამ ამპლუას“,
„როგორი კარგი წამყვანი ხარ, გაიხარე და ჩვენც გაგვახარე“,
„მუდამ კარგ განწყობაზე რომ გაყენებს ის გოგოა, ბრავო“,
„აბა რა, წარმატებები მაკა“,- წერენ კომენტარებში.
მაკა ზამბახიძეს მაყურებელი წლებია ეკრანზე და სცენაზე ადევნებს მას თვალს, მის მუსიკალურ შემოქმედებასაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა ახალმა ამპლუამ იგი სულ სხვა კუთხით დაანახვა საზოგადოებას.
იგი, მართლაც თვალისმომჭრელად გამოიყურება და ძალიანაც მოუხდა გადაცემას.