
2025 წლის ივნისში დემნა გვასალია (Demna) ოფიციალურად შეუერთდა იტალიურ მოდის სახლს Gucci როგორც კრეატიული დირექტორი.
მანამდე, დემნა Balenciaga-ს ხელმძღვანელობდა.
დემნა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელსაც საფრანგეთის კულტურის მინისტრისგან მიენიჭა ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის წოდება.
იგი ამჟამად საფრანგეთში, Gucci-ის მთავარი ოფისში მოღვაწეობს.
მისი Die Zeit-თან ახალი ინტერვიუდან ამონარიდი „ინსტაგრამის“ გვერდზე „დემნაგრამი“ ვრცელდება.
„ამჟამად, დიდი ზომის ტანსაცმელი ძალიან არ მაინტერესებს. მეც მქონია მსგავსი გამოცდილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მჭიდრო, ელასტიკური ჯინსების ტარებას დავიწყებ. ვიწრო ჯინსებთან ფრთხილად უნდა იყო. არ გვინდა, რომ მთელი მსოფლიო ძეხვს დაემსგავსოს.
ტანსაცმელი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს.
ყველას განსხვავებული სხეული გვაქვს და მჯერა, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ უნდა მიჰყვნენ მოდის ტენდენციებს, როცა ისინი მათ უხდებათ. დღევანდელი მოდის მიზანი ის უნდა იყოს, რომ დაგვეხმაროს კარგად ვიგრძნოთ თავი იმაში, რაც გვაცვია, რადგან მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ კეთილგანწყობილნი და გულწრფელად კარგები სხვების მიმართაც“,- ამბობს დენმა ინტერვიუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კეთდება ჩემი ოცნების სტუდია, აქ შევქმნით საოცრებებს...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
⭕როგორ მოქმედებს მშობლის ქცევა ბავშვის ჯანმრთელობაზე?– რჩევები რეზო კორინთელისგან
⭕ოჯახური დასვენება რაჭაში - ნატალია ქუთათელაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს