
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი youtube-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს, ნიცა თავაძეს, მადლობას უხდის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასწრების შესაძლებლობისთვის.
„დილით ველაპარაკე ნიცას სულ სხვა თემაზე. მოკითხვისას ვუთხარი, გადამაგდეს და ჩემპიონთა ლიგაზე დასასწრები ბილეთი არ მქონდა. უკვე თამაშის დღეს იყო, არ არსებობდა ბილეთები, ყველა რესურსი ამოწურული იყო. ვფიქრობდი, სადმე მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე ვუყურებ მეთქი. ამ საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში ნიცა შენი მეილი მომწერე, ბილეთს გიგზავნიო. „შენი ვლოგის გარეშე ვერ ჩაივლიდა თამაშიო“, – იხსენებს საპანაძე და ფოტოს სქრინს აქვეყნებს:👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ - 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
⭕„ჩემი გულის დაბადების დღეა დღეს“ – ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას შვილი იუბილარია
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„შენ დაიბადე იმისთვის, რომ ჩემპიონი იყო“ - ნიცა თავაძე მეუღლეს