Digest Logo

„ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჩემი მეგობარია“ - ენი გასიევა გიორგი ყიფშიძესთან დაშორებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე

1763045766
ენი გასიევა

მსახიობ გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ენი გასიევა ოჯახის დანგრევის შესახებ საჯაროდ პირველად საუბრობს. როგორც იგი ამბობს, დაშორება არ ყოფილა არცერთი მათგანის ინიციატივით, თუმცა დაგროვილმა ენერგიამ საბოლოოდ ყველაფერი „აფეთქებამდე“ მიიყვანა. ენი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შვილები არასოდეს მიუტოვებია და დღეს ისინი როგორც მასთან, ისე გიორგი ყიფშიძესთანაც არიან.

„ოჯახის დანგრევამ დიდი ზეგავლენა იქონია და დიდი სტრესი მოახდინა ჩემზე, რაღაც პერიოდი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. 

დაშორება არ მომხდარა არც ჩემი და არც გიორგის ინიციატივით, დამძიმდა ენერგია, დაგროვდა და ამ ყველაფრის შედეგად მივედით აქამდე და როგორც ბომბი ფეთქდება, ისე აფეთქდა. 

ნახევარი წლის წინ, ძალიან რთული პერიოდი მქონდა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ უკეთ ვარ. მაგრამ გამოვიარე ბევრი რთული პერიოდი“, - ამბობს ენი გასიევა. 

მან ასევე ბავშვების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილები არ მიუტოვებია. 

„ყველამ კარგად იცის, რომ ბავშვები ერთი წამითაც არ მიმიტოვებია. ეს არის სრული აბსურდი, თუმცა არავის ამ თემაზე პასუხს არ გავცემ, რადგან ვფიქრობ, ისედაც ნათელია ყველაფერი. 

ბავშვები არიან, როგორც ჩემთან ასევე გიორგისთან. ყველაფრის მიუხედავად გიორგი არის ჩემი მეგობარი“, - ამბობს ენი გასიევა „პრაიმტაიმთან“. 

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ გიორგი ყიფშიძე მესამე მეუღლეს ხმაურიანად დაშორდა. წყვილმა არაერთ გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა ურთიერთობაში გაჩენილი ბზარებისა და პრობლემების შესახებ. გიორგი ახლა მცირეწლოვან შვილებს უმეტესად დამოუკიდებლად ზრდის და ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ამას შეძლებდა.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოერიდეთ შურისძიების სურვილს და ემოციები გააკონტროლეთ“ - თაკო მელიქიშვილი 13 ნოემბრის ენერგიებზე

⭕„როგორ გაფრინდა ეს დრო, შენ ხარ ჩემი პატარა მეგობარი და მინდა, სულ კეთილი იყო“ - ანა შელიას ქალიშვილი 5 წლის გახდა

⭕ვალუტის კურსი