Digest Logo

🎥 „ყველაზე გახარებული მე უწმინდესი სწორედ მაშინ ვნახე“ - რას იხსენებს ილია მეორის დაცვის უფროსი?

1778446357
 ილია მეორის დაცვის უფროს

საქართველოს აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მან კოვიდის პერიოდი გაიხსენა და ის დღე, როდესაც პატრიარქმა აღდგომის წირვა სამებაში ჩაატარა. 

„4 დაცვის თანამშრომელი 4თვით ჩავიკეტეთ პატრიარქთან, საპატრიარქოდან არ გავდიოდით.

უწმინდესი ყველაზე გახარებული კოვიდის დროს ვნახე, როდესაც მრევლთან ერთად წაბრძანდა და ჩაატარა წირვა. მაშინ თქვა უწმინდესმა : ჩემი შეწირვაც რომ დაჭირდეს, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ აღდგომის წირვა სამებაშიო. 

როცა წირვა დასრულდა და უწმინდესი მანქანაში ჩაჯდა, თქვა - დღეს საქართველომ გაიმარჯვაო. 

ყველაზე გახარებული მე უწმინდესი სწორედ მაშინ ვნახე“, - იხსენებს  ილია მეორის დაცვის უფროსი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიყვარულის გამო რას არ გააკეთებ...“ - ნანკა გვარი რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

⭕„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და მინდა, ქართველ ხალხს მოვუხადო მადლობა“ - ილია მეორის დაცვის უფროსი

🎥 უარი ხორცს! - როგორია ეკო ფანგანის კულინარიული რიტუალი?