საქართველოს აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მან კოვიდის პერიოდი გაიხსენა და ის დღე, როდესაც პატრიარქმა აღდგომის წირვა სამებაში ჩაატარა.
„დაცვის 4 თანამშრომელი 4 თვით ჩავიკეტეთ პატრიარქთან, საპატრიარქოდან არ გავდიოდით.
უწმინდესი ყველაზე გახარებული კოვიდის დროს ვნახე, როდესაც მრევლთან ერთად წაბრძანდა და ჩაატარა წირვა.
მაშინ თქვა უწმინდესმა: „ჩემი შეწირვაც რომ დაჭირდეს, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ აღდგომის წირვა სამებაში“.
როცა წირვა დასრულდა და უწმინდესი მანქანაში ჩაჯდა, თქვა: „დღეს, საქართველომ გაიმარჯვაო“.
ყველაზე გახარებული უწმინდესი სწორედ მაშინ ვნახე“, - იხსენებს ილია მეორის დაცვის უფროსი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: