Digest Logo

„ზოგჯერ ჩემი სხეული გონებას აღარ ემორჩილება“ – ბელა ჰადიდი ჯანმრთელობის პრობლემებსა და ქრონიკულ დაღლილობაზე

1795608546
ბელა ჰადიდი

ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი, რომელიც ლაიმის დაავადებასთან ბრძოლის შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობს, წარსულ გამოცდილებას იხსენებს. 

იგი 2026 წლის Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე გამოსვლის მომენტს იხსენებს და როგორც თავად ამბობს, თავს მხნედ გრძნობდა, ჰადიდმა პოდიუმზე გასვლამდე მომხდარი შემაშფოთებელი ეპიზოდიც გაიხსენა.

„მაქვს პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი (POTS), პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) და ენდომეტრიოზი. ამას ემატება ლაიმის დაავადება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომლებიც ჩემს ორგანიზმზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. Victoria’s Secret-ის გახსნით ნომერში მონაწილეობის წინ, პოდიუმზე გასვლამდე, გავიზმორე და ლავიწის არეში უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ვერც კი ვხვდებოდი, რა მემართებოდა. ფილტვები თითქოს შემეკუმშა და სუნთქვა გამიჭირდა. სწორედ ამ დროს უკუთვლა დაიწყო: „ხუთი, ოთხი...“ ჩემი ორგანიზმი სხვადასხვა ფაზას გადის: თავდაპირველად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, შემდეგ კი, ყველაზე შეუფერებელ მომენტში, მოულოდნელად ძალა მეცლება“, - განაცხადა მან.

ჰადიდმა ისიც აღიარა, რომ შესაძლოა, მისი ორგანიზმი ამდენ დატვირთვას ვეღარ უმკლავდებოდეს.

„პოდიუმზე სიარული ნამდვილად კარგად ვიცი - თავდაჯერებული ნაბიჯით გავლა ჩემი ძლიერი მხარეა. თუმცა ეს უდიდეს წნეხთანაა დაკავშირებული და საკუთარი დაუცველობის განცდა ყველას გვაქვს. ზოგჯერ ჩემი სხეული გონებას უბრალოდ აღარ ემორჩილება. გონებას მოქმედება სურს, სხეული კი მეუბნება: „არა, დღეს ამას ვერ შევძლებთ". მეც ვპასუხობ: „კარგი, მშვენიერია. მაშინ სხვა გამოსავალი მოვძებნოთ". ვფიქრობ, გარშემომყოფები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რამდენად რთულია ჩემთვის ქრონიკულ დაღლილობასა და სხეულის ტკივილთან გამკლავება, თუმცა მაინც ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო", - განმარტა მოდელმა.

ცნობისთვის, ბელა ჰადიდი ლაიმის დაავადებას 10 წელზე მეტია, ებრძვის. 

ლაიმის დაავადება ტკიპის ნაკბენით გადამდები ინფექციაა. ჰადიდის თქმით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა სახსრების მწვავე ტკივილს, შფოთვას, გონების დაბინდვასა და ძლიერ სისუსტეს უქმნის. მისმა დედამ, რეალითი შოუს The Real Housewives of Beverly Hills ყოფილმა მონაწილემ, იოლანდა ჰადიდმა გამოცემა PEOPLE-ს ერთ-ერთ ინტერვიუში განუცხადა, რომ ამ დაავადებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს ადამიანის სრულად გამოფიტვა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების გაძნელება შეუძლია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თურქულ შოუბიზნესში სკანდალი გრძელდება: ნარკო-ბრალდებით ცნობილი მსახიობები დააკავეს

⭕„პულსი და სუნთქვა არ ჰქონდა“ – თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის კაცის სიცოცხლე გადაარჩინა

⭕25 ნოემბრიდან ზოდიაქოს 4 ნიშანს ფინანსური იღბალი და სტაბილური კეთილდღეობა ელის

წყარო: www.harpersbazaar.com

✕