ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის გოგონა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.
ზრდასრულმა მამაკაცმა ის ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა და მასთან ინტიმური კავშირი დაამყარა.
ამბავი სკოლის დირექციისთვის გუშინ, გვიან ღამით გახდა ცნობილი.
16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, ქარელში მცხოვრები მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
ბრალდებულის ახლობლები მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებენ. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ გოგონა 15 წლის ეგონათ, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ამ ასაკშიც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„კურიერმა“ გაარკვია, რომ არასრულწლოვანი გოგონა, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი იყო მშობლების ოჯახშიც. ამის გასარკვევად, ადგილზე მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს, მოზარდის ახლობლები აგრესიით დახვდნენ. ფაქტზე საუბარი არ ისურვა არასრულწლოვანის დედამაც.
ბრალდებული ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 22 წლის მამაკაცს, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთ აფხაზ ცოცხალში შვიდი ქართველის ცხედარი გაგვიცვალეს...“ - ლუდა სალია აფხაზეთის ომის დანაშაულზე