სოხუმში, აგუძერას ჰოსპიტლის მთავარი ექთანი ლუდა სალია გადაცემა „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ სტუმარი იყო, რომელმაც აფხაზეთის ომში 13 თვე ყაზარმულში გაატარა, სადაც როგორ ქართველ ისე დაჭრილ აფხაზებს უვლიდა.
მან ლევან აბაშიძის დაღუპვის ფაქტი გაიხსენა.
„მახსოვს თბილისს გადავცემდით დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, დამიდეს გვარები და დავინახე ლევან აბაშიძე, ამიტყდა ისტერიული ტირილი. ლევანი სანგარში მოკლეს, იგი ბიჭების გასამხნევებლად იყო შემოსული და არა საბრძოლველად, მას არავინ არ მოუკლავს. ჩვენთვის ყველა ლევან აბაშიძეაო, ცოტა გამიწყრნენ იქ მყოფები“, - იხსენებს ლუდა სალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით
🔵„არავითარი კონფლიქტები, ცის კაბადონზე საომარი მდგომარეობაა“ - ასტროლოგის გაფრთხილება