Digest Logo

🎥 „25 ნოემბრიდან შენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი დაიწყება, 27-29 დეკემბრიდან უკვე კარგად იგრძნობ თავს... დაიმახსოვრე თარიღები“ - მარიამ ციმინტიას ვიდეომიმართვა

1763017764

ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი.

იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს.

მარიამმა ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მომდევნო პერიოდის პროგნოზს გვთავაზობს და მნიშვნელოვან თარიღებს ასახელებს:

„ენერგიები ამბობენ, რომ 2023 წლიდან ნელ-ნელა შენს ცხოვრებაში ხდებოდა არეულობა. გქონდა შეგრძნება, რომ რაც არ უნდა დავიწყო, არ გამომდის და ბოლომდე ვერ მივდივარ. ფინანსურად ძალიან დიდი არეულობა. შინაგანი შეგრძნება, შფოთვა, ნერვიულობა, გამოფიტულობა - შეიძლება ეს ყველაფერი ახლაც გაქვს.

მინდა გითხრა, რომ შენი ენერგია დაზიანებულია. შენს გარშემო არის ისეთი ხალხი, ვინც ბიოველი დაგიზიანა, თან სტრესში რომ იმყოფებოდი ამანაც თავისი საქმე გააკეთა. 

აუცილებლად უნდა გაასწორო შენი ბიოველი, შენი ენერგეტიკა, გაიწმინდო, ენერგოპრაქტიკები გჭირდება.  

25 ნოემბრიდან შენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი დაიწყება, შეიგრძნობ, რომ ცუდი ტალღა დასასრულს უახლოვდება. 

27-29 დეკემბრიდან უკვე კარგად იგრძნობ თავს ფიზიკურადაც. მოგემატება კარგი ემოციები, გაგიჩნდება იმედები.

2026 წლის სექტემბრამდე მოგიგვარდება ის საკითხი, რომელზედაც ასე აქტიურად ფიქრობ, ნერვიულობ.

დაიმახსოვრე თარიღი: 15 აპრილი და 1-ელი თებერვალი, ეს მნიშვნელოვანი და კარგი თარიღებია“, - ამბობს მარიამ ციმინტია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შემოვატარებ სახლში საათის ისრის მიმართულებით, თან ვლოცულობ...“ - როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან? ეზოტერიკოსის რეკომენდაცია

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

„იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მაქვს... როდესაც იგებდნენ, რომ დევნილი ვიყავი, ჩვენივე თანამოქალაქეები ისე მიყურებდნენ, თითქოს მთვარიდან ჩამოვედი“ - რას ჰყვება ლიკა კვარაცხელია