მაია ყუფარაძე ცნობილი ეზოტერიკოსია, რომელიც ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივ ფორმაშია.
63 წლის ეზოტერიკოსმა გამოცემას „ზმნა“ ინტერვიუ მისცა, სადაც გვასწავლის, როგორ დავიცვათ სახლი უარყოფითი აურისგან.
რიტუალის ჩასატარებლად დაგჭირდებათ საკმეველი, მარილი და კოვზი:
„მე ყოველდღიურად მჭირდება ჩემი სახლის გაწმენდა, რადგან შინ ვიღებ აურა დაბინძურებულ ადამიანებს. ნებისმიერი საკმეველი საუკეთესოდ წმენდს სახლს. ყველაზე მაგრად წმენდს. მე უპირატესობას ოქროსფერ საკმეველს ვანიჭებ. რამდენიმე საკმეველს ერთად ვდებ ნახშირთან ერთად და შემოვატარებ სახლში საათის ისრის მიმართულებით, თან ვლოცულობ. „მამაო ჩვენოს“ სამჯერ ვამბობ, ვკითხულობ ღვთისმშობლის დაუჯდომელს. საკმეველი და „მამაო ჩვენო“ სავსებით საკმარისია. ბნელი და ეშმაკისეული ძალები ვერ იტანენ საკმეველს და გაურბიან. საწოლზეც გადაატარეთ საკმეველი, მთლიან სახლშიც შემოატარეთ.
სახლში მოსულ ადამიანებს, უნებურად, თან მოაქვთ ბინძური აურა. საერთოდ, სახლის კურთხევა აუცილებელია.
რაც შეეხება სახლის მარტივი გზით გაწმენდას: სამი სუფრის კოვზი მარილი გააცხელეთ ტაფაზე, სახლის კარიდან დაიწყეთ და საათის ისრის მიმართულებით შემოატარეთ მთელ სახლში. ისევ გააცხელეთ, ისევ შემოატარეთ. სამჯერ შეგიძლიათ. თუ სახლის აურა დაბინძურებულია, ასეთ დროს, გაშავებულა კიდეც მარილი. რომ გაგრილდება, ჩაუშვებთ უნიტაზში და ჩარეცხავთ, „ჩემი ჭირი წაგიღიაო“, იტყვით. ეს მეთოდი ნამდვილად წმენდს სახლს...“, - ამბობს მაია ყუფარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება
წყარო: www.zmna.ge