Digest Logo

🎥 57 წლიანი სიყვარულის ზღაპრული ისტორია - „სიყვარული უსაზღვრო გრძნობაა, რომელიც მთებს გადაგაბრუნებინებს“

1713164867

57 წლიანი სიყვარულის ისტორია, რომელიც მუსიკის პედაგოგის სახლის ერთ პატარა ოთახში დაიწყო.

მეუღლისადმი მიძღვნილი ლექსები გალაკტიონის შემოქმედებიდან, ყოველ დილით მომზადებული საუზმე და ქართული სიმღერა, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის თბილი კერიდან ხშირად გაიგონებთ.

როგორია 79 წლის მსახიობ-კლეოპატრა (ლერა) ჩიკვაიძისა და 86 წლის აღმოსავლეთმცოდნე, ზაურ მჭედლიშვილის ოჯახური იდილია, რომელიც გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ობიექტივში მოხვდა.

„როგორც კი ამიხსნა სიყვარული, ჩემს დასთან მივედი და ეს ამბავი ვუთხარი, მაგრამ მე გათხოვებას არ ვაპირებ-მეთქი. ზაურმა კი მითხრა, მე დაგელოდები რამდენიც გინდაო“,- იხსენებს კლეოპატრა.

ზაურმა პირობა შეასრულა და წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში 4 წლის შემდეგ დაიწერა.

„სიყვარული უსაზღვრო გრძნობაა, რომელიც მთებს გადაგაბრუნებინებს“,- ამბობს ზაურ მჭედლიშვილი სიყვარულის შესახებ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ენას, რომელმაც გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“ - გიორგი კეკელიძე

🎥 „შენ მე დამებედე და ნუ მეტყვი, რომ ეს დრო დაკარგულია“ – „ღამის შოუს ბენდის“ ახალი სიმღერა

⭕ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმისას დაიღუპა