Digest Logo

🎥 „ბრონქები, ფილტვები თუ ყელი - საიდან მოდის ლორწო და ხველა?“ - ექიმ კოტე თოდუას რჩევები

1729083172

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

„ბრონქები, ფილტვები თუ ყელი - საიდან მოდის ლორწო და ხველა?“ - აღნიშნულ თემაზე კოტე თოდუამ ახალ ვიდეოში ისაუბრა:

„უმეტესად ხველა, როდესაც აღნიშნავენ პაციენტები - „გავცივდი და მერე დამეწყო ხველა“, ეს არის 70%-ი ბრონქების ბრალი. მეორე ქრონიკული ბრონქიტი ასოცირებულია მწეველობასთან, ან ისეთ ქარხანაში მუშაობს, სადაც მტვერი წარმოიქმნება. ანუ მოუშორებელ ხველაზე მიუთითებს. მინიმუმ სამი თვის განმავლობაში უნდა ახველებდეს ადამიანი, როცა ეჭვია ქრონიკულ ბრონქიტზე. დილას ბევრი ნახველი აქვს და ვერ ამოაქვს ნახველი. მესამე მიზეზია როდესაც ყელში ნერწყვი გადასდით და ეს უმეტესად ალერგიულია. მეოთხე მიზეზი, გულძმარვაა, როდესაც მჟავა ამოსდის ყელთან და გადასდით სასუნთქ გზებში, აქ სიმპტომები სხვადასხვანაირია და ან საერთოდ არ აქვთ და მხოლოდ ხველაა“, - ამბობს ექიმი მედიკოსი.

🎥 როგორ ამოვიცნოთ თრომბი წინასწარ და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? - ექიმ კოტე თოდუას რეკომენდაციები

🎥 როგორ ამოვიცნოთ არითმია და რა არის გულის რითმის დარღვევის ნიშნები? - ექიმ კოტე თოდუას რჩევები

🎥 ტვინის შერყევის ნიშნები, თავის ტრავმა, როდის არის საშიში? - ექიმ კოტე თოდუას რჩევები