Digest Logo

„პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია! რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია, ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი“ - „გარდენიას“ თანამშრომელი

1775065868
ზურა შევარდნაძე

ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.

როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, მასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ხოლო მოქალაქის თქმით, მიზეზის გარკვევის მცდელობისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა „გარდენია შევარდნაძის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ზურა ჩალათაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ 17 წლის განმავლობაში ზურას მისთვის შეურაცხყოფა არც ერთხელ მიუყენებია და ამაყობს, რომ მისი მასწავლებელია:

„17 წელია „გარდენიაში“ ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე.

ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა (იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება.

ამ სწავლაში იყო რა თქმა უნდა შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა - ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს, მაგრამ არც ერთხელ შეურაცხყოფა!  ვიმეორებ, არც ერთხელ!

რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის, მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული!

მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!!

მეამაყება, რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ! გაგიმარჯოთ“, - წერს ზურა ჩალათაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„წლების წინ მითხრეს, არ იმღერო, არ დაუკრა, მოკეტე, სახლში იჯექი, საჭმელები გამიკეთეო...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი

ვიქტორ სანიკიძე 40 წლის გახდა - როგორ მიულოცა კალათბურთელს დაბადების დღე მეუღლემ

გენო პეტრიაშვილი იუბილარია - სპორტსმენი და პარლამენტის წევრი 32 წლის გახდა