Digest Logo

„ჩემს ცოლს არ უნდოდა ტიკ-ტოკის გადმოწერა, ქალები არიან იქო - სახლში რაც მაქვს გაკეთებული ყველაფერი ტიკ-ტოკით ვიყიდე“ - ცეკვა-თამაშში უკეთესობისკენ შეცვლილი, გურული ოჯახის ცხოვრება

1679558747

სოციალურ ქსელში ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გინახავთ, „ტიკ-ტოკის“ ე.წ ვარსკვლავების, ცოლ-ქმრის ცეკვის ვიდეოები გურიიდან, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და საკმაოდ სახალისოც კია.

აღსანიშნავია, რომ მათ ვიდეოებში, მათი 5 არასრულწლოვანი შვილიც მონაწილეობს ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა ამ ცეკვა-თამაშში „ტიკ-ტოკმა“ მათი ყოფა უკეთესობისკენ შეცვალა.

როგორ გაუმჯობესდა მათი ცხოვრება 21-ე საუკუნეში გასართობი აპლიკაციის „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით - გადაცემა „ნანუკას შოუში“ ისაუბრეს, რომელიც ოჯახს გურიაში სტუმრობდა.

„ჩემს ცოლს არ უნდოდა ტიკ-ტოკის გადმოწერა, ქალები არიან იქო...მაგრამ მერე ვეხვეწე და გადმოწერა. ტიკ-ტოკმა ნამდვილად შეცვალა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

სახლში რაც მაქვს გაკეთებული ყველაფერი ტიკ-ტოკით ვიყიდე, ეს მანქანაც ტიკ-ტოკით ვიყიდე.

მანამდე, შემოსავალი არაფერი გვქონდა გარდა სოციალურისა, რომელიც 420 ლარია.

ძირითადად მეზობლები გვეხმარებოდნენ.

მშივრები, არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ არც ბევრი დაგვკლებია, რომ იქამდე მივსულიყავით.

არ მომიპარია ცხოვრებაში არაფერი და არ ვიცი, ციხის კარები რანაირია

ვიცხოვრე პატიოსანი შრომით“, - ამბობს გიორგი შუკაკიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მაგდა პაპიძე Georgian Times-ს უჩივის

🔵 „ის შიშველი შემოვიდა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბევრი ვეღარ ვიბრძოლე, გავშეშდი“ - ბრუკ შილდსმა 30 წლის შემდეგ აღიარა, რომ იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

🔵 კაცი, რომელსაც 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასამართლომ 34 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო