ზუგდიდში არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს - საბა მამფორიას ცივი იარაღით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა.
საბა მამფორიას კლასელებმა ემოციური ვიდეო მიუძღვნეს.
ასევე დაგაინტერესებთ👇