Digest Logo

🎥 „დავიღალე, მაგრამ ვიცი, რომ ყველა დედის ხვედრია და თან ბევრი საინტერესო დეტალით“ - მაკა ჩიჩუა ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე

1709198279

როგორია მაკა ჩიჩუას ცხოვრება და როგორ ატარებს დროს სახლში, რომელიც ტყეშია განთავსებული - ამ თემაზე საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.

მისი თქმით, ცხოვრების მიმდინარე ეტაპი სრულიად ბავშვებს დაუთმო. 

„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა, ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ. ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ.

ჩემს ცხოვრებაში ახლა არის დედის ეტაპი. დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ ვიცი, რომ ყველა დედის ხვედრია და თან ბევრი საინტერესო დეტალით!“, - თქვა მაკა ჩიჩუამ.