რაჯი კაშეხჩიანი ახალციხიდან არის, პროფესიით მუსიკოსი. ერთ დღესაც, დაგვიანების გამო სამსახური დაკარგა.
ახლა ერთ-ერთი კომპანიის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ღამესაც იქ ათევს. როგორც თავად ამბობს, ოჯახის შექმნა მასთან არავინ მოინდომა, ახლა კი ფიქრობს რომ უკვე გვიანია.
მიუხედავად, იმისა რომ საკუთარ პროფესიაში თავი ვერ დაიმკვიდრა, დღეში ერთი საათი მაინც დააყოვნებს ინსტრუმენტთან და იქ უკვე თავს ნამდვილ „სამოთხეში“ გრძნობს.
„დედა მოხუცი იყო და „ვედრებით“ ეზიდებოდა წყალს, წაქცეულა, დამაგვიანდა სამსახურში მისვლა, რომ მივედი ავუხსენი რა შემემთხვა და გამომიშვეს სამსახურიდან...“- იხსენებს რაჯი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 სააკაშვილი: ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში