მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 100 წელი შეუსრულდა გადაცემის „შაბათ-კვირის დილა“ სტუმარი იყო, რომელზედაც საინტერესო და გულწრფელი სიუჟეტი მოამზადეს.
რევაზ კაპანაძე 76 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს და დღემდე არ გასულა პენსიაზე. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელოები.
„დროს ყველაფერი მიაქვს ჯანმრთელობა და ა.შ მაგრამ გამოცდილებას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმიღია, ვერავინ წამართმევს. ის ჩემი საკუთრებაა, ჩემშია“, - ამბობს 100 წლის საჯარო მოხელე.