ქართველი და თურქი ნახევარძმების რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმის „ხიდი“ პრემიერა, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა, რომლის რეჟისორი აწ გარდაცვლილი ერეკლე ბადურაშვილი იყო.
ფილმის პრემიერაც სამშობლოში, სწორედ მის დაბადების დღეზე შედგა.
ფილმის მთავარ როლს ნინი ბადურაშვილი და ემრე კიზილირმაკი ასრულებენ.
„ერეკლე ამ ფილმის გადაღებას შეეწირა... ერთ-ერთი გადასაღები ობიექტის არჩევისას გაცივდა და სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოდა...“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“.