Digest Logo

🎥 „ისე ვუღრიალე, რომ ამის შემდეგ სპექტაკლის დროს აღარ დაულევია“ - რას იხსენებს ავთანდილ ვარსიმაშვილი

1720028276

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან გარდაცვლილი მსახიობი, მწერალი ნიკო გომელაური გაიხსენა და მეგობრობის ამბავზე საჯაროდ ისაუბრა.

„ნიკო ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მაშინ, როდესაც სარდაფში „ჰამლეტს“ ვდგამდი. ის სხვა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად მოდიოდა და ესწრებოდნენ რეპეტიციებზე.

შევამჩნიე ახალგაზრდა, ცისფერთვალება, ლამაზი, სიმპათიური ბიჭი, რომელიც ყველა რეპეტიციას გაფაფიცებით უყურებდა. მაშინ ლექსებს არ წერდა. ვკითხე გინდა თამაში -მეთქი? კიო. დუბლიორად დავნიშნე და თავიდან ძალიან გაუჭირდა, მას ჰქონდა მეტყველების დეფექტი და ამის გამო ვიღაცებს გაეცინათ და დაიბნა. 

მერე დავიბარე სახლში და ვუთხარი, რომ ეს დეფექტი შეგვეძლო მის მანერად გადაგვექცია“, - ამბობს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი დიდი სიხარულის დროს რომ ეგოისტური სიძულვილი გადაგწევს, იმდენად რომ დროშას მოიფარებ და შუა თითებს დაანახვებ ადამიანს...“ - რას წერს მასტერი

გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებისთვის გათამაშებას აწყობს - „საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ“

„ყველაზე გულწრფელი ემოციები! ეს დღე ნამდვილად არასდროს დაგვავიწყდება“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ეროვნული ნაკრები