სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე ანუ დომენიკ მანგო მორიგ პროვოკაციულ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ამით იგი პროტესტს გამოხატავს.
ის საზოგადოებას მიმართავს და ამონარიდს კითხულობს ვეფხისტყაოსნიდან - „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.
„სად არის შოთა რუსთაველი? სად არის ზნეობა? “ - სვამს კითხვას სამოქალაქო აქტივისტი
„ქართველმა ხალხმა შოთა რუსთაველი დაწვა! ვინმემ ზედმეტი ხმა არ ამოიღოთ ან კომენტარებში ჩააბარეთ რა წერია ვეფხისტყაოსანში.
„ერი, რომელსაც სურს იყოს თავისუფალი და უცოდინარი, არასდროს იქნება თავისუფალი.”
ჯეფერსონი.
ისეთ დაბალი დონის ხალხში ვცხოვრობთ, წიგნის დახევა დაინახეს, ის კი ვერ გაიაზრეს, რატომ დავხიე ის წიგნი. გააზრების პრობლემის მქონე, გაუნათლებელ ბრბოში ვცხოვრობთ.
სწყინთ, ოღონდ არ იციან შიგნით რა წერია “- წერს დომენიკ მანგო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ