Digest Logo

🎥 „მაგარი გოგო იყო. დანიშნულები იყვნენ“ - რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის მამა

1696664937

14 წლის არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.  მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მკვლელობაში ბრალდებული კაცი ამ დრომდე იძებნება, როგორც კაცის მამა ჟურნალისტებთან ამბობს მომხდარის მიზეზი არ იცის.

„დანიშნულები იყვნენ და მოიყვანა. მაგარი გოგო იყო, მაგარი, იქ რა მოხდა , არ ვიცი. იარაღი არ ვიცი, არავინ იცის. ალბათ იყიდა. ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს. ბიძის სახლში წაიყვანა გოგო და იქ მოხდა“ - ამბობს ბიჭის მამა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, ქმარმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ბავშვის გაყიდვა და მონად ყიდვა“ - ნათია ფანჯიკიძე საგარეჯოში მომხდარ უმძიმეს ფაქტს ეხმაურება

🎥 „ვის ავირჩევ თქვენი აზრით??“ -  ამერიკული  Voice - ის ქართველი მონაწილე მიმართვას ავრცელებს