Digest Logo

„მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით“ - ეს ვახოს უკანასკნელი შეხმიანება იყო დედასთან“ - აგვისტოს ომის გმირები

1691478056

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს.

411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი.

👉 აგვისტოს 5 დღე - 15 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან

2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა.

„უნდა ვისწავლოთ, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება - ყოველთვის დაგსჯის და დაგასანქცირებს თავისუფლებისთვის“- გოგა ჩანადირი

ომიდან 15 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.

ტრაგიკულ თარიღს ეხმაურებიან გმირი ჯარისკაცების ახლობლები და მათ ბოლო სულის შემძვრელ წერილებს ავრცელებენ, რომელიც დედებს გაუგზავნეს.

„7 აგვისტოს დილით დაწერილი წერილი!

- ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია.

დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ.

დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს.

დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.

თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს, მადლობელი ვარ დედა შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე.

ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

„მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით“

ეს ვახოს უკანასკნელი შეხმიანება იყო დედასთან. მუდამ 20-წლის 08.08.2008.“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „არანაირი ზეიმი და სუფრა, დღესასწაული აღარ გვექნება“ - ცნობილმა ბლოგერმა შოვის ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა

🔵 სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

🔵 „ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…“ - ნიკოლოზ რაჭველი შოვის ტრაგედიაზე