რატომ დატოვა ავთანდილ ვარსიმაშვილმა რუსთაველის თეატრი? - აღნიშნულ თემაზე რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.
„მაშინ თეატრში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, დიდ ნაწილს უნდოდა ვყოფილიყავი თეატრში პირველ პირად. მაშინ ვთქვი ასეთი რაღაც, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ ქართული თეატრის ისტორიას და მე არასოდეს ქართული თეატრის ისტორიაში არ ჩავეწერებოდი, როგორც რობერტ სტურუას გამგდები.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რობერტ სტურუას ყურამდეც მიდიოდა, ამიტომ გადავწყვიტე თავად წავსულიყავი თეატრიდან“, - განაცხადა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ისე ვუღრიალე, რომ ამის შემდეგ სპექტაკლის დროს აღარ დაულევია“ - რას იხსენებს