Digest Logo

🎥 რა გადახდა თავს მარიკა ბაკურაძეს მექსიკაში მოგზაურობის დროს? - „ გიდმა, ვინც ვარდისფერ ტბასთან წამიყვანა, დამაგდო, მე სოფელში ვერ დაგაბრუნებ - მიხედე თავსო, 20 კილომეტრია და გზა გაფუჭებულიაო“

1721043122

გადაცემა „კულინარიული დუელის“ სტუმარი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე იყო, რომელმაც მექსიკაში მოგზაურობის უცნაური ისტორია გაიხსენა.

როგორც გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე აღნიშნავს, მოგზაური მარიკას ცნობილია მეგობრებში, როგორც - ეკონომიური მოგზაური.

„ფუფუნება კაია, მაგრამ მე მარტო ვმოგზაურობ და მიყვარს სხვადასხვა სოფლიდან სოფელში ადგილების ძებნა, სადაც სოფლებსაც ვნახავ, ავტობუსის გაჩერებებს, მეთევზეებს და სხვა. იუკატანის ნახევარკუნძულზე ვარ, სადაც ზღვის მარილის საბადოებთან უნდა დავბინავდე. გიდმა, ვინც წამიყვანა ვარდისფერ ტბასთან, დამაგდო მე სოფელში ვერ დაგაბრუნებ მიხედე თავსო, 20 კილომეტრია და გზა გაფუჭებულიაო. ვფიქრობ რა ვქნა, ადგილობრივი მექსიკელი ვიპოვე პატიოსანი კაცი მოპედით და ვთხოვე, იქნებ ამ ქალაქში გადამიყვანო-თქო“, - იხსენებს მარიკა.