ჭიპის თიაქარი არის მდგომარეობა, როდესაც ნაწლავის ან ცხიმოვანი ქსოვილის ნაწილი გამოდის ჭიპის მიდამოში მდებარე კუნთოვან კედელში არსებული სუსტი წერტილით. შედეგად, ჭიპის არეში ჩნდება მრგვალი ან ოვალური გამობერილობა, რომელიც ზოგჯერ იზრდება ფიზიკური დატვირთვის, ხველის ან დაძაბვის დროს.
ბავშვთა ქირურგი ლალი ჩხეიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, რომ ეს პათოლოგია არ არის ყველაზე გავრცელებული. უფრო მეტიც, ჭიპის თიაქარი ხშირ შემთხვევაში ჩვილში გამოვლენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავად ქრება:
„ჭიპის თიაქარი ყველაზე ხშირ თიაქარს არ წარმოადგენს, არსებობს სხვა სახის თიაქარი, რომელიც გაცილებით ხშირად გვხვდება, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბავშვს ეს პათოლოგია აღენიშნება.
თიაქარი არის პათოლოგია, რომლის დროსაც მუცლის ღრუს რომელიმე ორგანო ტოვებს მუცლის ღრუს, წინა კედლის კუნთებს შორის არსებული დეფექტის მეშვეობით და გადმოინაცვლებს კანქვეშ.
არსებობს სხვა სახის, შიდა თიაქრები, რომლის დროსაც მუცლის ღრუს ორგანო გულ-მკერდის ღრუში გადაინაცვლებს და ამის ვიზუალურად შემჩნევა ვერ ხდება.
მკურნალობის მიდგომები განსხვავებულია. ჭიპის თიაქარი ითვლება ერთ-ერთ კეთილ მიმდინარე და ნაკლებად გართულებად თიაქრად. მათი უმეტესობა გამოვლენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ უკუგანვითარდება ხოლმე, ყოველგვარი მკურნალობის და ქირურგიული ჩარევის გარეშე“, - ამბობს ლალი ჩხეიძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში