Digest Logo

🎥 რა წესები, უნდა დვიცვათ წნევის გაზომვის დროს - სპეციალისტის რეკომენდაციები

1684649539

რატომ არ უნდა გავიზომოთ წნევა ჭამის შემდეგ მალევე?

რატომ არ არის მიზანშეწონილი წამოწოლი მდგომარეობაში წნევის გასინჯვა?

აუცილებელი წესები, რომელიც წნევის გაზომვის დროს უნდა დავიცვათ - ამის შესახებ კომპანია „როსმაქსის“ წარმომადგენელმა, ნინო მელაძემ გადაცემა „შუადღეში“ ისაუბრა.

„აუცილებლად უნდა მივეყუდოთ კარგად საზურგეს. ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული, ფეხის ტერფები იატაკს მყარად უნდა ეხებოდეს. კუნთების დაჭიმულობა იწვევს აუცილებლად ცდომილებას, შესაბამისად, კუნთები არ უნდა იყოს დაჭიმული.

ასევე, შარდის ბუშტი არ უნდა იყოს სავსე. ახალ ნაჭამზე არ უნდა გავიზომოთ, აუცილებლად მოგცემს ცდომილებას.

წნევა არ არის მუდმივობა და იცვლება. დაწოლილ მდგომარეობაში სხვა წნევა გვაქვს, დამჯდარს სხვა, ხოლო ფეხზე მდგომს ასევე სხვა წნევა. მონიტორინგისთვის სასურველია რომ ერთსა და იმავე მდგომარეობაში გავიზომოთ“ - აცხადებს ნინო მელაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ზღვა დააშრო“ - ნეკა დოროყაშვილი მალდივებიდან თამამ ფოტოებს აქვეყნებს

🔵 ნეკა დოროყაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „ახალი გოგო, ახალი ცხოვრება, ახალი კონტრაქტები“

🔵 „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის“ - თამაზ ლომიძე