ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „იმედის დღის“ სტუმარი იყო, სადაც მაკიაჟის ნაადრევ ასაკში გამოყენებასა და არასწორად შერჩეულ, კანის მოვლის საშუალებებზე ისაუბრა, ასევე საზოგადოებას რჩევებიც გაუზიარა.
„მსოფლიოში ალერგიული დაავადებებისადმი განწყობა მომატებულია, ბავშვთა პოპულაციის 20-30 პროცენტს პირველი წლიდან კანის რაღაც დაავადება აქვს, რაც შემდგომ წლებთან ერთად იმატებს.
ატოპიური დერმატიტი იქნება ეს თუ კონტაქტური, ყველაფერი დაკავშირებულია იმ რუტინასთან, პროდუქციასთან, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ.
„ბრონზირებული“ თვალები ჰქონდა რვა წლის ბავშვს, მე არ მომწონს ბავშვების მიმართ ასეთი რეაქციები, მაგრამ მშობელს ამაზე მივუთითე“,- ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, ამდენი შვილიშვილი მყავს“ - 103 წლის აჭარელი ბებოს ემოციური ინტერვიუ
🎥 „ხელოვნების ნიმუში ხარ“ - სალომე ჭაჭუას და ირლანდიელი მეწყვილის ცეკვა სოცქსელს იპყრობს