რატომ დაანება თავი პროფესიონალურ ცეკვას ნინო სუხიშვილმა და რატომ გადაინაცვლა კულისებში? - ამ საკითხზე „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა გადაცემაში „პირველი ხაზი“ ისაუბრა.
იგი ამავე დასში მსახიობ-მოცეკვავე იყო, თუმცა როგორც აღნიშნავს, მიღებული ტრავმის შედეგად 2000-იან წლებში აქტიურ ცეკვას თავი დაანება. ამის შემდეგ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე განაგრძო მუშაობა და 25 წელზე მეტია ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს დასს ხელმძღვანელობს.
„ტრავმა მქონდა და ცეკვას 2000 წელს დავანებე თავი. არასდროს არ მქონდა სინანული და პრეტენზია სოლისტობაზე, ჩემთვის მთავარი იყო სცენაზე ვმდგარიყავი, თუნდაც ბოლო ხაზში. თან ჩვენს მშობლებსაც არ უყვარდათ, ჩვენი წინ წამოწევა. ჩემთან შედარებით ილიკო ძალიან დიდი მოცეკვავე იყო, იმასაც კი არ ჰქონდა სოლო პარტიები. რაღაცნაირად უკან გვწევდნენ, იმიტომ, რომ არ იფიქრონ სხვებმა, შვილებია, შვილიშვილები არიან და იმიტომ წინ გამოვყავდით. ამის დანაკლისი არ მაქვს, რადგან ყოველდღე დარბაზში ვარ და განუწყვეტლივ მესმის დოლ-გარმონის ხმა. ჯამში 7 000 ბავშვს ვასწავლით“,- ამბობს ნინო სუხიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს დღეც არ არის ჰარმონიული, პრობლემური დღეა“ - 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან
⭕ 🎥 „ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება!“ - კადრები შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან