Digest Logo

🎥 „არასდროს მშურდა უშფოთველი ადამიანების, ღმერთმაც მიბოძა ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე“ - სანდრო ჯიბლაძის გზა ჭარბწონიანობიდან წონის კლების ექსპერტობამდე

1763734434

წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში სამოტივაციო ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საკუთარ ისტორიას იხსენებს. 

მისი თმით, მთავარია არავისი შეგშურდეს, არ დაიბოღმო და ღმერთიც გაჩვენებს გზას, იმოქმედებ და მიაღწევ განგრძობით კეთილდღეობას:

„მახსოვს, როდესაც ჭარბწონიანი ვიყავი არასდროს ვიბოღმებოდი და არასდროს მშურდა ფორმაში მყოფი ადამიანების და ღმერთმაც მიბოძა იდეალური სხეული. 

მახსოვს, როდესაც მძიმე დეპრესიაში ვიყავი, არასდროს მშურდა და ვიბოღმებოდი ბედნიერ და უშფოთველ ადამიანებზე. ღმერთმაც მიბოძა ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე. 

მახსოვს, როცა მშიოდა და კაპიკი არ მქონდა, არასდროს ვიბოღმებოდი და მშურდა ფულიანი და წარმატებული ადამიანების, სწორედ ამიტომ მიბოძა უფალმა წარმატებაც და კარგი შემოსავალიც.

ყოველთვის გახსოვდეს - შენ ყველაფერი შეგიძლია... არასდროს არავისი არ შეგშურდეს, არ დაიბოღმო და ღმერთიც გაჩვენებს გზას, იმოქმედებ და მიაღწევ განგრძობით კეთილდღეობას... ჩემი დეტალური ისტორია, გამოცდილება, ცოდნა და მხარდაჭერა კი შეგიძლია მიიღო ჩემივე ავტოგრაფირებული წიგნიდან და გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჯანდაცვა, პოლიტიკა, ეზოტერიკა ერთიანი მექანიზმია... შიშს ქმნის იმისთვის, რომ ადამიანმა დაიჯეროს, გამოსავალი მხოლოდ მათ ხელშია“ - როგორ ხდება მასობრივად ცნობიერების კონტროლი

„ამ ორ მდგომარეობას შორის ტირილისა და სიჩუმის, თხოვნისა და მიღების ცეკვაა“ - რა განსხვავებაა ლოცვასა და მედიტაციას შორის

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლოს შედარებით რთული პერიოდი ელოდება