ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღებულ ზედაპირებზე (ფული, სახელურები, ბანკომატები) ხშირად აღმოჩნდება მიკროორგანიზმები. ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ქაღალდის ფულზე ბაქტერიები რამდენიმე დღითაც კი რჩებიან, მეტალის ზედაპირებზე — კიდევ უფრო დიდხანს.
„იმედის დღემ“ ექსპერიმენტი ჩაატარა და საინტერესოა - რა აღმოჩნდა ფულის, ავტობუსის სახელურების და ბანკომატების შემოწმებისას და ეფექტურია თუ არა ანტიბაქტერიული ხელსახოცი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ?
ნახეთ ვიდეო:
რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
📌 აუცილებელია ხელების რეგულარული დაბანა წყლით და საპნით ყოველთვის უკეთესია.
📌 სასურველია ყველას ჰქონდეს, ხელის ჩანთით სატარებელი სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი (60–70% სპირტით) უფრო საიმედოა, ვიდრე ბევრი კომერციული „ანტიბაქტერიული“ სველი ხელსახოცი.
📌 ეცადეთ არ შეეხოთ სახეს, სანამ ხელებს არ დაიბანთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შემდეგ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, მადლობა“ - ნანუკა გულუას ახალდაბადებული შვილის ფოტოები უკვე გავრცელდა
⭕„რა ლამაზი გოგო ხარ, ჩვენს ბიჭს ამშვენებ“ - გიორგი ლორიას მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს