სამშაბათს 25 აპრილს, 23:00 საათზე გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი წინა ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე იქნება.
გადაცემის ანონსიდან ბუტას მკვლელობის დეტალებთან ერთად, ასევე გავიგებთ, შეასრულა თუ არა სოსო რობაქიძემ ირინა ენუქიძისთვის მიცემული დანაპირები?
ცნობისთვის, საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელს გაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს.
„ვიცოდი, რომ დიდი ბრძოლა მომიწევდა. მაშინ მოგვკლეს, როდესაც უნდა გვეცოცხლა. სულ სიზმარი მგონია ჩვენი ცხოვრება“,- ამბობს სოსო რობაქიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: