Digest Logo

„უცნობმა ადამიანებმა მოიტანეს“ - რა ფოტოს ავრცელებს დომენიკ მანგო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციიდან

1682407012
დომენიკ მანგო

წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, დაავადების სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ. ისინი ასევე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება.

სამოქალაქო აქტივისტმა კუკური ბარამიძემ მათ დასახმარებლად მარათონი წამოიწყო და 50 000 ათასი ლარი შეაგროვა, თუმცა მათვე თხოვნით შეწყდა თანხის მობილიზება, ხოლო შეგროვებული თანხა ამ მშობლების გადაწყვეტილებითვე  მარტოხელა მრავალშვილიანი დედის საჭიროებებს მოხმარდება. 

🔵 „1 საათში 20 295 ათასი ლარი შეგროვდა - სულ 3,000,000 ლარი უნდა შევაგროვოთ“ - დომენიკ მანგო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საჭირო თანხას აგროვებს

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან რამდენიმე დღეა შიმშილობენ, მათ მხარდაჭერა საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა ადამიანებმა გამოუცხადეს. დომენიკ მანგო წერს, რომ გასული სუსხიანი ღამის შემდეგ მოქალაქეებმა აქციაზე მყოფ მშობლებს, თბილი პლედები და პუფები მიუტანეს.