აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს და ე.წ. კლუბური ნარკოტიკის სავალალო შედეგებზე მშობლებს მიმართავს, რომ შვილები ამ უბედურებისგან დაიცვან და მათ ქცევებს დააკვირდნენ.
„ე.წ. „კლუბური ნარკოტიკი“. რას უშვრება ტვინს. უყურეთ, და შვილებს დააკვირდით ყურადღებით…
კი, კი, ‘უვნებელი’ კრისტალებია, მეთანის, რომელიც ჯერ ასე ადებილებს და/ან უცბად კლავს, პერედოზით/გადაჭარბებული დოზით…
ეს კიდევ კარგად არის, ასე თუ ისე ინტელექტი და კლასი ჰქონდა, გარეგნობაც…
უფრო ხშირად, იცვითებიან და ორთქლდებიან…
შეჩვევა იცის ეგრევე; ამ კრისტალების გამო, საკუთარ ოჯახსაც გაყიდიან ან დაკლავენ…
საშინელებაა, დრამა….
უყურეთ კარგად, თუ გეცნობათ ქცევა….. გაქცეული თვალები, ხმა, ლაპარაკი, წაქცეული მოძრაობა, აპათია, სიგამხდრე, მადის არ-ქონა…“,- წერს იუნა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ქართველმა სტუდენტმა საბა კაშიამ სასწრაფო დახმარების მანქანა დააპროექტა, რომელიც ჩაეშვა მოხმარებაში