საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 4 483 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 692 240-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 630 961 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 742 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,73%, ბოლო 14 დღის - 9,06%, ბოლო 7 დღის - 9,13%
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
აგრეთვე წაიკითხეთ 👇
🔵(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა
VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი