საქართველოდან ლიეტუვაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა კაცი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ უკვე 6 დღეა ღამეს ხან ვილნიუსის სადგურში ხან კი აეროპორტში ათევს.
როგორც თავად ამბობს, ლიეტუვაში 18 ოქტომბერს მიწვევით ჩავიდა. დამსაქმებელი კომპანიისგან იცოდა, რომ უნდა ეტიკეტების დაკვრაზე საათში 5 ევროდ უნდა ემუშავა. ადგილზე მისულს კი სულ სხვა პირობები დახვდა და სამუშაო ხე-ტყის საწარმოში, საათში 4 ევროდ შესთავაზეს, რაზედაც უარი განაცხადა.
„არც სასმელი მაქვს, არც საჭმელი, 4 ღამე სადგურში ვათენებდი...ახლაც ვილნიუსის აეროპორტში ვათენებ ღამეს.... ზუსტად 6 დღეა მშიერი ვარ, მათხოვარივით დარჩენილი ქუჩაში, ჭუჭყი მჭამს ისეთ მდგომარეობაში ვარ“, - ამბობს ემიგრანტი.
მისივე ვიდეოდან ირკვევა, რომ ლიეტუვაში ფირმა „ჰაირლაბმა" გაუშვა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ზვიად თავდგირიძე საავადმყოფოდან გაწერეს
🔵„ზეცაში არიანო, ჩუმად გადის და ტირის... ღმერთს მადლობა, ერთი შვილი დამიტოვა“ - ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული დათა შომახიას მამა
🔵VIDEO: ვინ შეუკერა ნატო გელაშვილის რძალს საპატარძლო კაბა, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს
წყარო: mtavari.tv