ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ომიკრონის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
ის იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ომიკრონი არც ისე საშიში შტამია.
„ოთხი ინფორმაცია და სამი გრაფიკი მათთვის ვისაც ომიკრონი არაფრად მიაჩნია, ჰგონია რომ ვირუსის გადატანა უკეთესია ვიდრე ვაქცინაცია, რომ გართობა და წაყრუება დაიცავს ქვეყანას ხანგრძლივი კოვიდის პრობლემებისგან და რომ ერთი „პატიმრის“ ახირებები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მთელი ქვეყნის მოახლოების ჯანმრთელობა.
1) სპეციალისტებმა დაიწყეს საუბარი რომ სამხრეთ აფრიკაში სიკვდილიანობა ძალიან იზრდება, შემთხვევების პიკიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. შესაძლოა რომ „ომიკრონი“ არ მიჰყვება ჩვეულებრივ 14-21 დღის ჩამორჩენას როგორც ეს სხვა შტამების ტალღებისთვის იყო დამახასიათებელი.
2) კვლევამ აჩვენა რომ ომიკრონის ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ თავისთავად ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალებელ იმუნიტეტს სხვა შტამების მიმართ არავაქცინირებულ ადამიანებში.
3) ვაქცინაცია ეხმარება ომიკრონის წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულმა პირებში ინფიცირების დასაწყისში ომიკრონის წინააღმდეგ დაფიქსირდა თითქმის იდენტური და დაბალი ნეიტრალიზაცია, როგორც არავაქცინირებულში, მათი ნეიტრალიზაცია გარკვეული დროის შემდეგ გაცილებით უფრო მაღალია. ამიტომაც არის რომ ვაქცინირებულებში ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო ადვილად, და არა ის რომ ზოგადად ომიკრონი ადვილი ფორმაა
4) და ძალიან საყურადღებო, გასულ კვირას გამოჩნდა პირველი კვლევები რომლებიც აჩვენებს რომ ვირუსი შესაძლებელია აზიანებდეს T-უჯრედებს ისევე როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი და შესაბამისად იმუნური დეფიციტის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნეს როგორც ხანგრძლივი კოვიდის ერთ-ერთი ფორმა“, - წერს წერეთელი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
🔵ქართველი ცნობილების ყოფილები - ისტორიები, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ
🔵პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები
🔵გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი